„ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე...“ - ტარიელ სუარი ია ფარულავას და ციცინო შურღაიას დაპირისპირებას ეხმაურება

სუარი

ია ფარულავას ყოფილი ქმარი, ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცნობილი პლასტიკური ქირურგის ციცინო შურღაიას ინტერვიუს ეხმაურება. 

„რა გამაყიდინა ან რაის ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს ხალხო? გამაგიჟებს ეს ხალხი. პირიქით, ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე და მოვიშორე იმისათვის, რომ სასტუმროს წილი შემეძინა, სხვათა შორის წარმოუდგენლად იაფად. როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება ? სირცხვილია !“, - წერს სუარი.

ცნობისთვის. პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ია ფარულავა ყველას ატყუებს. მან ასევე, მოატყუა მისი ყოფილი ქმარი ტარიელ სუარი და ბინა გააყიდინა.