ძიძის მიერ 2 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.