16 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

შემოდგომა

16 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +12 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი მინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +15 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.