„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -2°-მდე დაეცემა...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1765050276
„ტინდერის თაღლითის“ სახელით ცნობილი საიმონ ლევიევი ციხის დატოვების შემდეგ კურიერი P.S-სთან პირველ კომენტარს აკეთებს.
„მე არც ერთ ქვეყანასთან პრობლემა არ მქონია. მე უბრალოდ ჩამოვფრინდი და დამაკავეს. ჩემმა ადვოკატებმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს. ვიცოდი, რომ რამდენიმე კვირაში გარეთ ვიქნებოდი, ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ „ნეტფლიქსმა“ შექმნა უბრალოდ შოუ. ეს უბრალოდ გართობის მიზნით გააკეთეს. არც ერთი ბრალდება, რომელიც ამ ფილმშია გაჟღერებული ჩემს წინააღმდეგ რეალობას არ შეესაბამება. თანხა, რომლის მითვისებაშიც მდებენ ბრალს, ჩემთვის არაფერია... ათიათასობით დოლარს მე უბრალოდ ერთ უქმეებზე ვხარჯავ“, - ამბობს საიმონ ლევიევი.