ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

იერუსალიმი

საზოგადოება 1714917120

„გთავაზობთ კადრს იერუსალიმიდან, სადაც რამდენიმე წლის წინ პატრიარქთან ერთად გახლდით…“ - ნახეთ, ბადრი ვადაჭკორიას საოცარი ფოტოები

ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია საკუთარ ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში გადაღებულ კადრებს, სადაც როგორც თავად აღნიშნავს, პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა.„იერუსალიმი, დღეს დიდი პარასკევია, რამდენიმე კადრს გთავაზობთ იერუსალიმიდან, სადაც რამდენიმე წლის წინ პატრიარქთან ერთად გახლდით…“

იესო ქრისტე

საზოგადოება 1714917098

რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ცხოვრებაზე ფილმის ყურება? - მოძღვრის განმარტება

რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება? - ამ კითხვაზე მოძღვარი გვპასუხობს.- რა თქმა უნდა, არც ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი არ მიიღებს მონაწილეობას ამგვარი ფილმის გადაღებაში; მით უმეტეს არ ითამაშებს ქრისტეს როლს. მაგრამ ასეთი ფილმები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ. ასეთია ობიექტური რეალობა. შეიძლება თუ არა ამგვარი ფილმის ნახვამ ზიანი მოუტანოს მორწმუნეს. თეორიულად შეიძლება; თუ ადამიანის ცნობიერებაში ასეთი ფილმი ქრისტეს გრძნობად ხატებას დააფიქსირებს. მაგრამ, პრაქტიკულად არ მინახავს ადამიანი, რომლისთვისაც ქრისტეზე გადაღებულ ფილმს ზიანი მიეყენებინოს. უფლის მოყვარული ადამიანი ამგვარ ფილმსაც უფალზე ფიქრისთვის, ქრისტეს ვნებების კიდევ ერთხელ განცდისათვის გამოიყენებს.(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

ფანჯრები

რჩევები 1714916019

როგორ გაწმინდოთ ფანჯარა გარედან, თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ

ფანჯრების გარეთა ნაწილი ძალიან სწრაფად ბინძურდება წვიმისა და ჭუჭყისგან. მაღალ სართულზე ფანჯრების წმენდა, თანაც გარედან საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ჩვენ გეტყვით, როგორ გააკეთოთ მარტივად. დაგჭირდებათ:წყლის თასი;ღრუბელი;ქსოვილი;საპნის და ალკოჰოლის ხსნარები;იატაკის საწმენდი ჯოხი. წყალი უნდა იყოს თბილი, თუნდაც ცხელი, საპნის ხსნარით კარგად უნდა აქაფდეს. უმჯობესია აიღოთ ორი კონტეინერი წყლით - ერთი ხსნარისთვის, მეორე ჭურჭელი წყლისთვის, რომელიც საჭიროა საპნიანი ხსნარის გასარეცხად. შუშის მთლიანი ზედაპირის გარე ნაწილი დაასველეთ საპნიანი წყლით, საპნის და ქსოვილის გამოყენებით; დატოვეთ სველი ფანჯრები ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში, 3-5 წუთის შემდეგ გაწმინდეთ მინა ჭუჭყისა და ლაქებისგან საპნის ხსნარით; სუფთა ქსოვილის გამოყენებით ჩამორეცხეთ საპნის ხსნარი ფანჯრიდან. გამოიყენეთ სპეციალური მიკროფიბერის ქსოვილი შუშის ზედაპირის გასაშრობად; იმისთვის, რომ ფანჯრები გაზაფხულამდე ბზინვარებას ინარჩუნებდეს, შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ ცოტაოდენი ძმარი ან ლიმონმჟავა. მაგალითად, ვედროს 10 ლიტრ წყალს დასჭირდება 5 ს/კ. ძმარი 9%-იანი ან 20 გ ლიმონმჟავა; წყალში ერთ-ერთი ამ ნივთიერების დამატების შემდეგ, კარგად აურიეთ და გაწმინდეთ ფანჯრები; ფანჯრების ძნელად მისადგომ ადგილებში ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი მიკროფიბერის ქსოვილი ან ჩვეულებრივი პირსახოცი; თუ აივნის ფანჯარა შედგება რამდენიმე ორმაგი მინის ფანჯრისგან, ჯერ უნდა გაწმინდოთ შიდა შუშა ისე, რომ გარე მინა ნათლად ჩანდეს მათი სუფთა ზედაპირიდან.

სუნი

რჩევები 1714915620

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი ბინიდან

ბინაში სუნის მიზეზები უსიამოვნო სუნი შემთხვევით არ გაჩნდება, მას ყოველთვის აქვსწყარო: გაფუჭებული პროდუქტები. ჩვენ ყოველთვის არ ვინახავთ საკვებს მაცივარში. მაგალითად, ბევრი ადამიანი ინახავს ხილს და ბოსტნეულს სამზარეულოს კარადებში. იქნებ რაიმე გაფუჭდა და დროა გადააგდოთ? შინაური ცხოველები. არომატების მთელი საწყობი. რაც უნდა სუფთა იყოს კატა, ის ცხოვრობს თავისი წესებითა და ჩვევებით, ტუალეტად შეიძლება გამოიყენოს: ფეხსაცმელი, კარადის შორეული კუთხე და საწოლის თეთრეულიც კი. ძაღლებს უყვართ ადამიანებისთვის უსიამოვნო ყოველგვარი არომატი. მათთვის სავსებით ნორმალურად ითვლება სხვის ექსკრემენტებში კოტრიალი, შემდეგ კი ეს ყველაფერი სახლში შეაქვს. ძველი სანტექნიკა ან გაჭედილი სანიაღვრე არის სუნის სავარაუდო წყარო. მეზობლები. ვენტილაციის გამო შესაძლოა სუნი სხვა ბინიდან წამოვიდეს. სუნი სადარბაზოდან. გამონაბოლქვი. კიდევ ერთი ურბანული პრობლემა. ასობით ათასი მანქანა, რომლებიც გამოყოფს არა მხოლოდ ნახშირორჟანგს, არამედ წვის სხვადასხვა პროდუქტს.სუნის მოშორების ეფექტური გზები შარდის სუნითუ სუნი თეთრეულს ან ტანსაცმელს აქვს, მაშინ საკმარისია მანქანაში მათი გარეცხვა კარგი ფხვნილითა და კონდიციონერით.ავეჯის, იატაკისა და სხვა მაგარი ზედაპირები შეიძლება სოდითა და წყალბადის ზეჟანგით დასველებული ნაჭრით გაიწმინდოს. კვლავ დაამატეთ სოდა და 12 საათის შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. ძმრის ხსნარითაც შეგიძლიათ წინასწარ გაწმენდა (3-4 სუფრის კოვზი 200 მლ-ზე). ეფექტურია იოდის, კალიუმის პერმანგანატისა და ქლორის ხსნარები. გახსოვდეთ, რომ ქლორი ტოქსიკურია შინაური ცხოველებისთვის, სხვა ნივთიერებებმა კი შეიძლება კვალი დატოვოს. ამიტომ შეიძინეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მაღაზიაში კარგი პროდუქტი. ძვირად ღირებული თანამედროვე ნივთიერებები უსაფრთხოა ცხოველებისთვის და ხშირად ჰიპოალერგიულია.კატისა და ძაღლის სუნი ყველაზე ეფექტური გზაა შინაური ცხოველების მაღაზიაში არსებული სპრეები, რომლებიც „კლავს“ ცხოველის უსიამოვნო სუნს.შეგიძლიათ დაასხუროთ ის ფეხსაცმელზე, იატაკზე, ტანსაცმელსა და საწოლზე. წასმის შემდეგ გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამორეცხეთ. უსიამოვნო სუნი ქრება.არსებობს ხალხური საშუალებებიც. კალიუმის პერმანგანატისა და ძმრის ხსნარები (1:4), სოდა მოაფრქვიეთ სხვადასხვა ადგილზე და შემდეგ პეროქსიდით გაწმინდეთ. შეგიძლიათ დააწყოთ გააქტიურებული ნახშირის რამდენიმე ათეული ტაბლეტი. ის, რაც ნამდვილად არ უნდა გააკეთოთ, სახლის გაჟღენთვაა სუნამოებით, ჰაერის გამაგრილებელი საშუალებებითა და სხვა პარფიუმით. სუნი არსად წავა, მაგრამ სურნელს შეერწყმება....  ვრცლად

ჭოტორღლიშვილი

პოლიტიკა 1714915416

ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით, სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები, ნაციონალისტები გახდნენ - მიზანი ქვეყნის ომში ჩათრევაა, ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა და ახალი სჭირდებათ - ლევან ჭოტორლიშვილი

ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.როგორც ჭოტორლიშვილი განმარტავს, ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა, ამიტომ ისინი, ვინც ულტრა ლიბერალები არიან, ახალი ტაქტიკის თანახმად, ნაციონალისტები გახდნენ და ხელში სანთლებიც დაიჭირეს. მისი განცხადებით, მიზანი უცვლელია - საქართველოს ომში ჩართვა, ვინაიდან 200 ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის ცოცხალი ძალის დამატების შესაძლებლობას იძლევა. "ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ ახლა სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები ნაციონალისტები გახდნენ. მიზანი იგივეა, ქვეყნის ომში ჩათრევა. ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა და ახალი მაგიტომ სჭირდებათ.მართალია ეზიზღებათ მაგრამ ითმენენ. დასავლეთს აქვს საკმარისი ფინანსები, ტექნოლოგიები ომის დიდხანს გასაგრძელებლად, მაგრამ არ ჰყავს ჯარისკაცები. დასავლეთი ასე მსჯელობს. თუ ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ, ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენ მდიდრები წილში შევალთ ფულით და ტექნოლოგიებით. თქვენ ღარიბები წილში უნდა შეხვიდეთ ცოცხალი ძალით. ბოლო ტრანში დათქმით მისცეს რომ კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს გააგზავნიან ფრონტზე. დილით ჯარისკაცები, საღამოს ფული, როგორც ერთ იუმორისტულ ნაწარმოებშია. მაგრამ სულ უფრო რთულია ცოცხალი ძალის რესურსის მობილიზება.დიდი ნაწილი განადგურებულია, ნაწილმა ქვეყანა დატოვა. საქართველო თავისი ორასი ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის შესაძლებლობაა. დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა. გადატრიალება, საზღვრების ჩაკეტვა, ხალხის ქუჩებში დაჭერა და ფრონტზე გაგზავნა. ანუ ის რაც უკვე ხდება ჩვენ თვალწინ მეზობელ ქვეყანაში. არაფერი ახალი ამაში არ არის. ასე გაჰყავდათ ქართველი ჯარისკაცები, მონღოლებს, თურქებს, ირანელებს და რუსებს. მაქსიმალური ყურადღება არის საჭირო იმისთვის რომ ეს გეგმა არ განხორციელდეს. თორემ დაიფარება ქვეყანა სასაფლაოებით და დროშებით. ეს ეხება ყველას თვრამეტიდან სამოც წლამდე ასაკის მოსახლეობას." - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.