რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ქიმიურ ნივთიერებებსა და აუტიზმს შორის - მეცნიერებმა სარძევე კბილები შეისწავლეს

ბავშვი

აუტიზმის მქონე ბავშვების კბილებში 19 პოტენციურად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს - ახალი კვლევა! 

ჟურნალ Neurotoxicology and Teratology-ში გამოქვეყნებული ახალი საპილოტე კვლევა ყურადღებას აქცევს გარემო ფაქტორებისა და აუტიზმის შესაძლო კავშირს. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სარძევე კბილების ანალიზის ინოვაციური მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივ ზემოქმედებას ზომავს.

 რა აჩვენა კვლევამ?

გრძელვადიანი „ქიმიური ჩანაწერი“: განსხვავებით სისხლისა და შარდის მოკლევადიანი ტესტებისგან, სარძევე კბილები ინახავს ინფორმაციას ნაყოფის განვითარების მე-4 თვიდან დაახლოებით 3 წლის ასაკამდე მიღებული ტოქსინების შესახებ.

ტოქსიკური ნაერთები: შესწავლილ ნიმუშებში საშუალოდ 300-მდე ტოქსიკანტი გამოვლინდა. მათ შორის 60 ძირითადი ნაერთიდან, აბსოლუტური უმეტესობა (95%) მაღალი კონცენტრაციით აუტიზმის მქონე ბავშვების კბილებში აღმოჩნდა, ხოლო 19-მა ნივთიერებამ სტატისტიკური მნიშვნელოვანების კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

დრამატული სხვაობა: მაგალითად, ბენზილბენზოატი (რომელიც გამოიყენება ჰიგიენურ საშუალებებსში, საკვები დანამატის სახით და ტილებისა და მუნის სამკურნალო საშუალებებში) აუტიზმის მქონე ბავშვების ჯგუფში 722%-ით მაღალი კონცენტრაციით გამოვლინდა.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს კვლევა არ ამტკიცებს იმას, თითქოს კონკრეტული ქიმიკატები უშუალოდ იწვევდეს აუტიზმს, თუმცა ის ცხადყოფს მცირეწლოვან ბავშვებსა და ორსულებში ყოველდღიური ტოქსინების ზემოქმედების შემცირების პრიორიტეტულობას!

✕