1738954800
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა
![NASA NASA](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/07/111498/nasa_w_h.jpeg)
NASA-ს ასტრონავტმა დონ პეტიტმა სოციალურ ქსელ X-ში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის - ბურჯ-ხალიფას ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოზე ღამის დუბაი და 828-მეტრიანი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა აღბეჭდილი, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს.
„ბურჯ-ხალიფა - ყველაზე დიდი შენობა მსოფლიოში კოსმოსიდან“, - წერს პეტიტი.