იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1738958518
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომდევნო კვირას გერმანიასა და ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუბიო გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივანი ასევე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს.
ანონიმური წყარო აცხადებს რომ რუბიო შეხვედრებს 13-დან 18 თებერვლის ჩათვლით გამართავს.
„სიენენის“ ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში სავარაუდოდ ტრამპის განცხადებასთან არის დაკავშირებული. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორს აშშ-ს გადასცემს.
ცნობისთვის, მარკო რუბიო პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტით პანამაში ჩავიდა, რაც დაკავშირებული იყო ტრამპის მხრიდან პანამის არხზე კონტროლის აღების სურვილთან.