მონსტრების სასაფლაო - ამოუცნობი მიზეზებით, ამ ადგილზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი იღუპება - მეცნიერების ახალი აღმოჩენა

მონსტრების სასაფლაო

ვიქტორიას შტატის მეცნიერებმა დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე წყალქვეშა მონსტრების სასაფლაო აღმოაჩინეს, ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
დასავლეთი ავსტრალია უდაბნო მიწაა და პლაჟები ნამდვილი სამოთხეა. ვინ იცოდა, რომ სანაპიროზე რაღაც იმალებოდა, რაც ასობით მილიონი წლის განმავლობაში ანადგურებდა ზვიგენებს და სხვა დიდ მტაცებლებს.

მკვლევრები აკეთებდნენ სტანდარტულ და მოსაწყენ საქმეს, აგდებდნენ ბადეს და შეისწავლიდნენ „ნანადირევს“. დროდადრო ბადეს ქვები მოჰქონდა, თუმცა კარგად რომ დააკვირდნენ, ქვები როგორც თანამედროვე, ისე გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოჩნდა. მეცნიერთა ხელთ იყო მტაცებლების წარმოუდგენელი სასაფლაო.
ყველაზე ძვირფას აღმოჩენებს შორის არის გიგანტური უძველესი მონსტრის, მეგალოდონის კბილი. ეს უძველესი მტაცებლები საკმარისად დიდი ზომის იყვნენ. „ურჩხული“ გამუდმებით რაღაცას ღეჭავდა და ყოველ კვირას  იცვლიდა 276 კბილს.

მაგრამ ასეთ ეგზოტიკურობასთან ერთად მეცნიერები თანამედროვე ზვიგენების ნაშთებსაც წააწყდნენ.

სინამდვილეში, პალეონტოლოგები (მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ უძველეს ცხოველებს) წარმოუდგენლად აფასებენ ასეთ ადგილებს.

შესაძლოა, ამ წყლებში მოხვედრილი ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილს ცხოველების ნარჩენებისგან მომწამვლელი აირების გამოყოფა იწვევდეს, რადგან დინებებს ყველა მხრიდან სწორედ აქ მოაქვთ ცხოველების სხეულები. ასეა თუ ისე, ავსტრალიელებს წარმოუდგენლად გაუმართლათ - არავინ იცის, კიდევ რამდენ საიდუმლოს გამოავლენს წყალქვეშა მონსტრების სასაფლაო, მიტოვებულ სანაპიროსთან ახლოს.