გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის - „ტოტალ შარმისა“ და კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ პრეტენზიებს კიდევ ერთი მოქალაქე გამოთქვამს, რომელსაც კლინიკაში კონსტანტინე სულამანიძის მიერ გაუკეთდა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, პაციენტს არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად განუვითარდა მძიმე სუნთქვითი პრობლემები, ჩამოუყალიბდა მეორადი კეხი. კლინიკამ დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, პაციენტს ხელახალი ოპერაცია უსასყიდლოდ შესთავაზა, რამაც პირველი ოპერაციის დროს დაშვებული შედეგები ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც დაზარალებული მოქალაქე თეონა გობაძის მომართვის შემდეგ საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თეონა გობაძემ კლინიკა „ტოტალ შარმში“ ექიმ კონსტანტინე სულამანიძესთან 2020 წლის 23 იანვარს ჩაიტარა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის მიზანს ცხვირის ფორმის შეცვლა წარმოადგენდა. პაციენტს ოპერაციის ჩატარებამდე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, რაც არსებული დოკუმენტებით დასტურდება, თუმცა ოპერაციის შემდეგ პაციენტი აღმოჩნდა ცხვირის გასავლების შევიწროების, ძგიდის გამრუდების, ვაზომოტორული რინიტის, ცხვირის სინუსების დაზიანების წინაშე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ოპერაციის შედეგად ჩამოყალიბდა მეორადი კეხი, მთლიანობაში, შედეგებმა გამოიწვია სუნთქვის დარღვევა. პლასტიკურმა ოპერაციამ მნიშვნელოვნად გააუარესა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაზე გამოკვეთილი გახდა სუნთქვის პრობლემები, რაც იწვევს თავის გაუსაძლისს ტკივილს, უღონობას, უძილობას, გამოხატულია სხეულის დისმორფული აშლილობა. 2020 წლის 23 იანვრის ოპერაციის შემდეგ კლინიკამ და ექიმმა გააცნობიერეს მცდარი სამედიცინო მოქმედების არსებობა და დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზნით, დაჩქარებული წესით, 4 თვეში, თეონა გობაძისთვის შეთავაზებული იქნა ხელახალი ოპერაციის ჩატარება. კლინიკამ არსებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელახალი ოპერაციის ხარჯების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არც უსასყიდლოდ და განმეორებითი ოპერაცია აღმოჩნდა შედეგის მომტანი. პაციენტის შედეგები და გართულებები - უცვლელია, თეონა გობაძემ კი კლინიკისგან მესამე ოპერაციული და სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაზე კი, უნდობლობის გამო, უარი განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პაციენტმა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის მიზნით, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტარა შემოწმება. საქმეზე წარმოდგენილი 5 სამედიცინო ცენტრის
პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის - „ტოტალ შარმისა“ და კლინიკის ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ პრეტენზიებს კიდევ ერთი მოქალაქე გამოთქვამს, რომელსაც კლინიკაში კონსტანტინე სულამანიძის მიერ გაუკეთდა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, პაციენტს არასწორად ჩატარებული ოპერაციის შედეგად განუვითარდა მძიმე სუნთქვითი პრობლემები, ჩამოუყალიბდა მეორადი კეხი. კლინიკამ დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით, პაციენტს ხელახალი ოპერაცია უსასყიდლოდ შესთავაზა, რამაც პირველი ოპერაციის დროს დაშვებული შედეგები ვერ აღმოფხვრა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც დაზარალებული მოქალაქე თეონა გობაძის მომართვის შემდეგ საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თეონა გობაძემ კლინიკა „ტოტალ შარმში“ ექიმ კონსტანტინე სულამანიძესთან 2020 წლის 23 იანვარს ჩაიტარა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ოპერაციის მიზანს ცხვირის ფორმის შეცვლა წარმოადგენდა. პაციენტს ოპერაციის ჩატარებამდე სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია, რაც არსებული დოკუმენტებით დასტურდება, თუმცა ოპერაციის შემდეგ პაციენტი აღმოჩნდა ცხვირის გასავლების შევიწროების, ძგიდის გამრუდების, ვაზომოტორული რინიტის, ცხვირის სინუსების დაზიანების წინაშე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ოპერაციის შედეგად ჩამოყალიბდა მეორადი კეხი, მთლიანობაში, შედეგებმა გამოიწვია სუნთქვის დარღვევა. პლასტიკურმა ოპერაციამ მნიშვნელოვნად გააუარესა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველაზე გამოკვეთილი გახდა სუნთქვის პრობლემები, რაც იწვევს თავის გაუსაძლისს ტკივილს, უღონობას, უძილობას, გამოხატულია სხეულის დისმორფული აშლილობა. 2020 წლის 23 იანვრის ოპერაციის შემდეგ კლინიკამ და ექიმმა გააცნობიერეს მცდარი სამედიცინო მოქმდების არსებობა და დაშვებული შეცდომის გამოსწორობის მიზნით, დაჩქარებული წესით, 4 თვეში, თეონა გობაძისთვის შეთავაზებული იქნა ხელახალი ოპერაციის ჩატარება. კლინიკამ არსებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელახალი ოპერაციის ხარჯების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არც უსასყიდლოდ და განმეორებითი ოპერაცია აღმოჩნდა შედეგის მომტანი. პაციენტის შედეგები და გართულებები - უცვლელია, თეონა გობაძემ კი კლინიკისგან მესამე ოპერაციული და სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებაზე კი, უნდობლობის გამო, უარი განაცხადა.