„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მარტოხელა ქალები საშუალოდ უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე მარტოხელა მამაკაცები.
Phys.org-ის ცნობით, კვლევისთვის მეცნიერებმა გამოიკვლიეს თითქმის 6 000 ზრდასრული ადამიანი.
საერთო ჯამში, მათ დაასკვნეს, რომ ქალები უფრო კარგად უმკლავდებიან მარტოობას, ვიდრე მამაკაცები. ისინი უფრო კმაყოფილნი არიან მარტოხელა სტატუსით, ცხოვრების ხარისხით, სექსუალური ცხოვრების ხარისხით და ნაკლებად სჭირდებათ პარტნიორი.
როგორც კვლევის წამყვანი ავტორი ელეინ ჰოანი აღნიშნავს, ეს დასკვნები მხარს უჭერს არსებულ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ მამაკაცებს უფრო მეტად ეშინიათ მარტოობის, ვიდრე ქალებს.
ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ ხანდაზმული მარტოხელა მამაკაცები უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე ახალგაზრდები, რაც შეესაბამება არსებულ კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ 40 წლის შემდეგ ადამიანები უფრო ბედნიერები არიან გრძელვადიან მარტოხელა ცხოვრებაში.
მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რატომ არიან მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები. კერძოდ, არსებული კვლევები აჩვენებს, რომ ურთიერთობებში ქალები უფრო მეტად არიან შებოჭილები. ქალებს ახლა უფრო მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა აქვთ, ვიდრე წარსულში, რაც ნიშნავს, რომ შემოსავალი, როგორც ტრადიციული პარტნიორობის სარგებელი, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადრე იყო.