1731614151
მალე iPhone დამუხტვისთვის საჭირო დროს გვაჩვენებს
მართალია, ანდროიდის მფლობელებს აღნიშნულ ფუნქციაზე წვდომა კარგა ხანია აქვთ, მაგრამ მოგვწონს თუ არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა ეფლის შემთხვევაში. ახლა კი ვიგებთ, რომ, როგორც იქნა, iPhone-იც გვაჩვენებს, რამდენი ხანი დასჭირდება ტელეფონის დამუხტვას. ამას iOS 18.2-ის ახალი BatteryIntelligence-ის ფუნქციით მოახერხებს. თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას შეტყობინების სახით მოგვაწვდიან…
უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სასარგებლო ფუნქციაა მაშინ, როცა დამტენების მიხედვით დამუხტვის პროტოკოლიც განსხვავდება… თუმცა, როგორც ვიგებთ, iPhone-ის BatteryIntelligence-ის ფუნქცია ამჯერად შემუშავების ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურ გამოშვებამდე ცოტა კიდევ უნდა მოვიცადოთ.
აღსანიშნავია, რომ iPhone-ის ახალ მოდელებს უკვე აქვს ბატარეის სიჯანსაღისთვის გამიზნული ფუნქციები. გასულ წელს ეფლმა ახალი ოპტიმიზებული დამუხტვის პარამეტრებიც შემოგვთავაზა iPhone 15-სა და უფრო ახალ მოდელებზე…