ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა

ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა

ჰუმანოიდმა რობოტმა პირველად დაიპყრო 6 ათასი მეტრის სიმაღლის მწვერვალი. Unitree G1-მა, რომელიც ასევე ცნობილია სახელით Pemba José Lani, ეკვადორის უმაღლეს წერტილზე, ვულკან ჩიმბორასოზე ავიდა, რომლის სიმაღლეც 6 200 მეტრს აღემატება. ინფორმაცია პროექტის გუნდმა სოციალურ ქსელში X გაავრცელა.

16-საათიანი შტურმის განმავლობაში, სპეციალური ფეხსაცმლით, ქურთუკითა და სამთო უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი ადამიანის მსგავსი რობოტი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა იმ მონაკვეთებზე, სადაც დახრილობა 30 გრადუსზე ნაკლები იყო. თუმცა, მარშრუტის უფრო რთულ ფრაგმენტებზე ის ხელით გადაჰყავდათ. გუნდის შემდეგი მიზანი ჰავაის მწვერვალი მაუნა-კეაა, რის შემდეგაც ჯგუფი ევერესტის დაპყრობას შეეცდება.

პროექტი Pemba იმის შესამოწმებლად შეიქმნა, თუ როგორ შეუძლიათ ჰუმანოიდ რობოტებს ავტონომიურად მუშაობა მძიმე კლიმატურ პირობებსა და რთულად მისადგომ ბუნებრივ გარემოში. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა ეკოლოგებს ​ ამაზონიისა და პლანეტის სხვა წერტილების მონიტორინგისთვის გადაეცეთ