ფიფქის პირველი ფოტოგრაფი თოვლში გაცივების შედეგად გარდაიცვალა

ფიფქი

დღეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ბუნებაში ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს, თუმცა ამ დასკვნამდე მეცნიერები არც თუ ისე დიდი ხნის წინ მივიდნენ. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს ამის შესახებ ცნობილი არ იყო. ამერიკელმა ფოტოგრაფმა, უილსონ ბენტლიმ, იმავე საუკუნის 80-იან წლებში, მიზნად დაისახა ფიფქების კატალოგი შეედგინა.

ის ფანტელებს შავ ხავერდზე ისეთი ფორმით ათავსებდა, რომ ახერხებდა მათ დაფიქსირებას დნობამდე ან აორთქლებამდე.

ბენტლი ფიფქებით ბავშვობაში ვერმონტის ფერმაში მოიხიბლა და მის შემდეგ ექსპერიმენტებს ატარებდა, რომ დაეფიქსირებინა ცალკეული ფანტელი მათი კრისტალური სტრუქტურის შესწავლის მიზნით. ბოლოს მან თავისი ფოტოაპარატი დედის ნაჩუქარ მიკროსკოპზე მიამაგრა და 1885 წელს წარმატებით გადაიღო პირველი ფიფქები. მისმა 5000 მაკროფოტომ დაამტკიცა მოსაზრება, რომ ყოველი ფანტელი ერთმანეთისგან განსხვავებულია.ბენტლი 1931 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა პნევმონიით, მას შემდეგ რაც თოვლსა და ნამქერში 6 მილი ფეხით იარა ფიფქების გადასაღებად.