1743448480
დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან

2025 წელი უნიკალურია ასტრონომიული მოვლენების თვალსაზრისით. კერძოდ, მოიცავს ორ სრულ მთვარის დაბნელებას და ორ ნაწილობრივ მზის დაბნელებას.
დღეს მზის ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. მთვარე დაფარავს მზის 93%-ს. მისი ხანგრძლივობა 4 საათამდე გასტანს.
მზის ნაწილობრივი დაბნელება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში და რუსეთის გარკვეულ ნაწილში გამოჩნდება.
ცნობისთვის, 14 მარტს მთვარის დაბნელება დაფიქსირდა. მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცა, რის შედეგადაც მისი გარკვეული ნაწილი დაბნელდა და წითლად შეიფერა. ამ მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.