ასტრონომებმა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავის ირგვლივ ოთხი პლანეტა იპოვეს

პლანეტა

ასტრონომებმა აღმოაჩინეს რამდენიმე პლანეტა, რომელიც ბრუნავს ბარნარდის ვარსკვლავის გარშემო. იგი დედამიწიდან სულ რაღაც 6 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თითოეული მათგანი დედამიწის მასის მხოლოდ 20-30%-ია და სრულ ორბიტას ასრულებს ვარსკვლავის გარშემო სულ რამდენიმე დღეში.

ბარნარდის ვარსკვლავი აღმოაჩინა 1916 წელს ასტრონომმა E. E. Barnard-მა იერკესის ობსერვატორიაში. ეს არის ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტა ერთვარსკვლავიანი სისტემა მზის შემდეგ.

როგორ აღმოაჩინეს პლანეტები

სპეციალიზირებულ ინსტრუმენტს სახელად MAROON-X, შეუძლია აღმოაჩინოს ვარსკვლავის სინათლის სიგნალის დახვეწილი რყევები. ამ მიდგომის გამოყენებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამი პლანეტა ბარნარდის ვარსკვლავის გარშემო. ეს ინსტრუმენტი დამონტაჟებულია ჰავაიზე Gemini ტელესკოპზე.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ახალი აღმოჩენები არის პატარა კლდოვანი სამყაროები, თუმცა ზუსტი შემადგენლობის დადასტურება რთულია.

აღნიშნულია, რომ ბარნარდის ვარსკვლავის ოთხი პლანეტა არის ყველაზე პატარა სხეულებიდან. აქამდე აღმოჩენილი კლდოვანი ეგზოპლანეტებიდან ბევრი დედამიწაზე უფრო დიდია.