15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ. დღეს მარტივად გამოგივათ ყველაფერი. გახსოვდეთ, დასვენება აუცილებელია.

კურო
თამამად შეუდექით საკითხების მოგვარებას. სასურველია, თავი შეიკავოთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისგან. აუცილებლობის შემთხვევაში, კარგად გათვალეთ შედეგები.

ტყუპები
ოჯახური და საყოფაცხოვრებო საქმეები თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება. მოულოდნელი სტუმრიანობა შეიძლება დამღლელი და გამაღიზიანებელი იყოს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და შეეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ.

კირჩხიბი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გაათავისუფლეთ კარადა უსარგებლო სამოსისგან. საღამოს მეგობრებს სიახლეები გაუზიარეთ.

ლომი
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ძალიან გაგახარებთ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებსაც.

ქალწული
საინტერესო და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამო უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათი რჩევები და ოჯახური ვახშამი გელით.

სასწორი
მეტად გაიღიმეთ, ნუ ნერვიულობთ, ფარული კამერა არ გიღებთ. საყვარელი ადამიანი თქვენი წარმატებით ბედნიერია.

მორიელი
რომანტიკულ განწყობაზე იქნებით დილიდან. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
შეხვედრების, ურთიერთობების დღეა. ახალ მეგობრებსა და თანამოაზრეებს გაიჩენთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.

თხის რქა
დაისვენეთ, გამოიძინეთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მათთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ.

მერწყული
ყველას რჩევა მოისმინეთ, მაგრამ ისე გააკეთეთ, როგორც თქვენთვის იქნება მისაღები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

თევზები
ბავშვებთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ. ფულის ხარჯვისთვის მოემზადეთ. საღამო საოჯახო გარემოში გაატარეთ.

გისურვებთ წარმატებულ დღეს!