"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
ამერიკელმა ასტროფოტოგრაფმა დენ ზაფრამ ალასკაზე წასვლა გადაწყვიტა იმისთვის, რომ მთვარის დაბნელება, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, პოლარული ციალის ფონზე დაეფიქსირებინა.
ზაფრას მოლოდინი გამართლდა. მან „სისხლიანი მთვარის“ პოლარული ციალის ფონზე დაფიქსირება მართლაც შეძლო და ერთ კადრში ორი თვალისმომჭრელი ბუნებრივი მოვლენა მოახვედრა.
მთვარის დაბნელება სულ 65 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
„მთვარის დაბნელების პიკზე ცაზე პოლარული ციალის ნამდვილი „ქარიშხალი“ წარმოიშვა“, - აღნიშნა ზაფრამ, რომელმაც ფოტოები Capture The Atlas-ში გამოაქვეყნა.