სამგორში ქარმა ხე მოგლიჯა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747656902
არქეოლოგები კანადაში დინოზავრების მასობრივი სამარხის საიდუმლოს ამოცანას ცდილობენ. პაიპსტოუნ კრიკში, რომელსაც პალეონთოლოგებმა „სიკვდილის მდინარე“ შეარქვეს, მათ ათასობით ცხოველის ნამარხი აღმოჩინეს, რომლებიც 72 მილიონი წლის წინ, ერთ დღეს დაიხოცნენ.
საუბარია დინოზავრებზე სახელად პაქირინოზავრი. ეს ცხოველები გვიან ცარცულ პერიოდში ცხოვრობდნენ და ტრიცერატოფსის ნათესავები იყვნენ. მათი სიგრძე დაახლოებით ხუთი მეტრი იყო და ორ ტონას იწონიდნენ. ოთხფეხა არსებებს სამი რქით დამშვენებული დიდი თავები ჰქონდათ.
გათხრების სეზონი კანადაში ახლა დაიწყო და ყოველწლიურად შემოდგომამდე გრძელდება. იმ პატარა მონაკვეთზე, სადაც მეცნიერები მუშაობენ, ნამარხები წარმოუდგენლად მჭიდროდ არის თავმოყრილი - ყოველ ერთ კვადრატულ მეტრში შეიძლება 300-მდე ძვალი იყოს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.
პალეონტოლოგების აზრით, ტრაგედიის დროს დინოზავრების უზარმაზარი ჯოგი მიგრირებდა - ასობით კილომეტრს გადიოდნენ სამხრეთიდან, სადაც ზამთარი გაატარეს, ჩრდილოეთისკენ, ზაფხულის გასატარებლად. მაშინ ამ რეგიონში კლიმატი ბევრად თბილი იყო, ვიდრე დღეს და ტერიტორია დაფარული მცენარეულობით იქნებოდა დაფარული, რაც ამ უზარმაზარი მცენარიჭამია ცხოველების ჯგუფის საკვების უხვი წყაროთი უზრუნველყოფდა.
რეგიონში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოველები მიგრაციის დროს კატასტროფულ წყალდიდობაში მოხვდნენ და გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, რადგან ჯოგში უამრავი არსება იყო, ისინი ძალიან ბევრს იწონიდნენ და არც კარგად ცურვა შეეძლოთ.
მაგრამ ეს კოშმარული დღე დინოზავრებისთვის, პალეონტოლოგებისთვის ნამდვილ სამოთხედ იქცა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ „სიკვდილის მდინარესთან“ მოსვლისას ყოველთვის აღმოაჩენენ ახალ ძვლებს და დინოზავრებისა და დედამიწის წარსულის შესახებ ახალ დეტალებს გაარკვევენ.