1747422287
ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ პუტინი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად თუ არ აწარმოებს, აშშ არ იყოყმანებს სანქციების გასამკაცრებლად, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სანქციები არაეფექტიანი იყო - სკოტ ბესენტი

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად თუ არ გამართავს, შეერთებული შტატები არ იყოყმანებს რუსეთისთვის სანქციების გასამკაცრებლად.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა NBC-ს ეთერში განაცხადა.
ამასთან, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალიან არაეფექტიანი იყო.
„ვფიქრობ, ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება, როდესაც ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად თუ არ აწარმოებს, შეერთებული შტატები არ იყოყმანებს რუსეთისთვის სანქციების გასამკაცრებლად ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სანქციები ძალიან არაეფექტიანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რადგან მათ ისინი დაბალ დონეზე ჰქონდათ შენარჩუნებული, ეშინოდათ ქვეყნის შიგნით ნავთობის ფასის ზრდის“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.