ამ ბოტასის მეშვეობით, სეირნობით და ვარჯიშით ფულს გამოიმუშავებთ - ნახეთ დეტალები

aplikacia

არსებობს აპლიკაცია, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ სიარულით ფული გამოიმუშაონ. stepn-ის აპლიკაციის შესახებ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, ქეთევან სობონი საუბრობს. 

stepn-ი  ახალი კრიპტო პროექტია, რომლის მიზანია ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, ებრძოლონ კლიმატის ცვლილებებს და საზოგადოება web 3.0-თან დააკავშირონ.

აპლიკაციის მეშვეობით, პირობითად თუ ადამიანმა ისეირნა დღეში სამი წუთის განმავლობაში და დახარჯა 0,5 ენერგია, შედეგად დაერიცხება 3.48 GST - კრიპტო მონეტა, 3.48 GST დღევანდელი კურსით დაახლოებით 12$-ია, მოგვიანებით მომხმარებელს შეუძლია გამომუშავებული 12 დოლარი რეალურ ფულში გადააკონვერტიროს.

როგორ ვიყიდო stepn-ის ბოტასი?

პირველ რიგში უნდა გადმოიწეროთ stepn-ის მობილური აპლიკაცია და თამაშის აქტივაციის კოდი მოიპოვოთ. აქტივაციის კოდს მოიპოვებთ stepn-ის საიტზე, stepen-ის „დისქორდ“ ჯგუფებში და stepen-ის ქართულ facebook ჯგუფებში.

მეორე, საჭიროა გქონდეს რომელიმე კრიპტო საფულის აპლიკაცია, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი კრიპტო საფულით უნდა შეიძინოთ კრიპტოვალუტა solana, რომლითაც შემდგომ ბოტასის ყიდვას შეძლებთ.

ამ დროისთვის, ერთი ყველაზე დაბალფასიანი ბოტასის ღირებულება არის 11 solana, რაც  რეალურ თანხაში დაახლოებით 700$ -ია. აღსანიშნავია, რომ ბოტასის ფასი მუდმივად იცვლება რადგან იგი კრიპტოვალუტის კურსზეა დამოკიდებული.

stepen-ზე  დარეგისტრირებისას აპლიკაციისგან მიიღებთ 12 სიტყვიან კოდს, ეს კოდი მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ, რათა დაიცვათ საკუთარი ანგარიში.

არსებობს ოთხი სტილის ბოტასი, ესენია: სასეირნო, ძუნძულისთვის და სირბილისთვის განკუთვნილი და ე.წ უნიკალური სახეობის ბოტასი, ბოტასის  სახეობა განსაზღვრავს მონეტების რაოდენობას, რომელსაც თქვენი ფიზიკური აქტივობის სანაცვლოდ იღებთ.

ბოტასის მთავარი მახასიათებლებია - ეფექტურობა, იღბალი, კომფორტი და გამძლეობა. ბოტასის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ ეფექტურობაზე, რადგან იგი GST-ის გამომუშავებაზე აისახება, და გამძლეობაზე რადგან ეს მახასიათებელი  განსაზღვრავს ხარჯს, რომელიც ბოტასის შესაკეთებლად დაგჭირდებათ.

NFT ბოტასით თქვენ რეალურ ცხოვრებაში სეირნობთ  ან დარბიხართ, აპლიკაცია თქვენს მოძრაობას GPS-ის და მობილური ინტერნეტის გამოყენებით აკონტროლებს. ერთი ბოტასი დღეში ორ ენერგიას გაძლევთ, უფრო კონკრეტულად ყოველ 6 საათში ერთხელ გერიცხებათ ენერგია 25%- ებად, ანუ ერთ დღეში ოთხჯერ გერიცხებათ 0.5  ენერგია, სწორედ ენერგიის დახარჯვით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ GST კრიპტო მონეტა  შემდეგ კი GST მონეტა რეალურ ფულში გაანაღდოთ.

ყველაფერი მარტივი არ არის, ყოველი სიარულის შემდეგ ბოტასი ცვდება, მის შესაკეთებლად კი  GST მონეტების დახარჯვაა საჭირო. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ყოველდღიური დავალებები შეასრულოთ და გქონდეთ სწორი სტრატეგია. თუ ყოველდღიურ დავალებებს არ შეასრულებთ  ამ შემთხვევაში ფინანსურად დაზარალდებით.