რა არის დამაჯახე? - ნუკი კოშკელიშვილმა ახალი აპლიკაცია შექმნა

ნუკი კოშკელიშვილი

დამაჯახე – ასე ჰქვია უფასო გასაცნობ აპლიკაციას, რომლის შესახებაც ნუკი კოშკელიშვილმა გამომწერებს ამცნო. ნუკის თქმით, აპლიკაციის შექმნის იდეა მის ქმარს ეკუთვნის.

ბოლო კვირის განმავლობაში დაანონსებული სიახლის დეტალებზე ნუკიმ პოსტი დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა.

„დამაჯახე მაჭანკალიც გავხდი! უფასო გასაცნობი აპლიკაცია ქართველებისთვის და არა მხოლოდ! აპლიკაცია შეიცავს უნიკალურ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც ზუსტად გეტყვით რამდენად შეეწყობით ამა თუ იმ ადამიანს!!! თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი დარეგისტრირდით გაიარეთ ტესტი და ნახეთ რამდენი პროცენტით ეწყობით. გთხოვთ თუ გექნათ შენიშვნები, მოგვწერეთ ინსტაგრამზე @damajahe_app. პირობას გაძლევთ ამ აპლიკაციაზე ბევრი საინტერესო სიახლე, მაგარი ფუნქცია და გართობა გელოდებათ. ჯერ ცოტანი ვართ მაგრამ დარეგისტრირდით და იყავით ჩვენთან. პირველი ქართული გასაცნობი აპლიკაცია!!!!!! #მევირჩევქართულს

აიფონზეც და ანდროიდზეც ხელმისაწდომია.

მე მჯერა სიყვარულის!!!!“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც მეუღლე, ბენიც სწორედ ონლაინ გაიცნო და წყვილის ურთიერთობა გარკვეული ხანი ვირტუალურად გრძელდებოდა.