პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კომპანია „კარფური,“ რომელიც საქართველოში წარმოდგენილია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, ყოველთვის მოწინავე იყო მომხმარებლებზე ზრუნვისა და მათი ცხოვრების გამარტივების თვალსაზრისით. ციფრულ ზრდაზე ფოკუსირებით, ფრანგული ბრენდი მიზნად ისახავს, მოსახერხებელი და უსაფრთხო მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს.
ამ ერთგულების და პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია ახალი ციფრული სერვისის – Carrefour Now-ს დანერგვა, მთავარი სლოგანით “5000 პროდუქტი 60 წუთში!” აპლიკაციის საშუალებით, „კარფურში“ შოპინგი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. ციფრული სერვისი უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას მობილური მოწყობილობების მეშვეობით 60 წუთში.
აპლიკაციით სარგებლობისას შესაძლებელია სხვადასხვა საინტერესო აქციებითა და საჩუქრებით სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი, რომელიც პირველად შეიძენს პროდუქციას ონლაინ, მიიღებს 5 ლარიან ფასდაკლებას პრომო კოდის მეშვეობით (კოდი: NEW5GE).
მობილური აპლიკაცია სახელწოდებით „MAF CARREFOUR“ ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემისთვის და ამ ეტაპზე, მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.
ახალ, ონლაინ პლატფორმაში, ასევე, ხელმისაწვდომია ლოიალობის პროგრამა MyClub, რომელიც მომხმარებელს ქულების დაგროვებასთან ერთად, საშუალებას აძლევს გადაიხადოს ამავე ქულების მეშვეობით და ისარგებლოს განსაკუთრებული შეთავაზებებით.
„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომლის მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით. ბრენდის ფიზიკური და ციფრული გაფართოება აქტიურად გრძელდება. „კარფური“ სულ უფრო მეტ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზებს შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებლებს, საქართველოში ოპერირების 10 წლის იუბილესთან დაკავაშირებით.