ნინო წილოსანი-დღეს ოპოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში- ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები მონაწილეობენ.

წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.

„დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შედეგები გურიაში: ოზურგეთი- 64,7%, - 23,362 ხმა ლანჩხუთი- 61 %, - 10,106 ხმა ჩოხატაური- 67 % - 7,821 ხმა ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში”- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.