4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს
1737646651
77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ნანიტაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა რედაქტორიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს რადიოს პოპულარული გადაცემის, „პიკის საათის“ დაარსება, რომელიც დღესაც გადაიცემა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.
ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა „საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე“.
„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ნანიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
4 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრათ მამაკაცს
1737646651