ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბავშვი

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

დაკარგული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მეამაყები დეე! გპირდები, ის თავისუფლება, რაც შენ გულს უნდა, გექნება! ვიცი, შენ გჯერა ჩემი. მადლობა უფალს, რომ შენი დედობა მარგუნა წილად“,- წერს ნათია დიაკვნიშვილი, რომელიც ასევე აქვეყნებს საკონტაქტო ინფორმაციას - 555 105 500.