პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე რამდენიმე დღეა, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ბეა გაზდელიანი სახლში არ იმყოფება. პროექტის მონაწილეებმა იციან, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა, არ იციან, როდის დაბრუნდება, ან დაბრუნდება თუ არა ის პროექტში.
დეამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განმარტა, რომ თავს უკეთ გრძნობს და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ელოდება, როდის დააბრუნებენ სხვა მონაწილეებთან.
„პრაიმტაიმი“ მეტი დეტალის გასარკვევად რეალითი შოუს მონაწილეს დაუკავშირდა.
- ბეა, როგორ ხარ, როგორ გრძნობ თავს?
- თავს კარგად ვგრძნობ, უკვე მეხუთე დღეა. გარეთაც გავედი. ჩემზე ვიდეოები გავრცელდა, „გულაობსო“. ველოდები, „რუსთავი 2-იდან“ ზარს და შემდეგ დამაბრუნებენ. ყველა ძალიან მომენატრა.
- რა სახის პრობლემები შეგექმნა, პროექტი და სტრესი ხომ არ იყო ამის მიზეზი?
- არა, ჩიყვის პრობლემა მანამდეც მქონდა. ახლაც მომიწია ანალიზების ჩაბარება, დავდიოდი ექიმებთან, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია.
- გასულ კვირას, ხმის მიცემის პროცესს არ დასწრებიხართ, არ იყავით შაბათის ლაივზეც. როგორ ფიქრობთ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ჟიურიმ?
- ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. გოგა და გიორგიც აუცილებლად უნდა დარჩენილიყვნენ პროექტში.
- გავრცელდა თქვენი და ავთო ჯაფარიძის ვიდეოები, რა გაკავშირებთ ერთმანეთთან?
- ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მინდა.
- თეოს გულშემატკივრები ხომ არ გიტევენ?
- გამოჩნდნენ, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევ. არანაირი პრობლემა არ მაქვს და გულიც არ მწყდება. ზოგი წერს, რომ ვეჭვიანობ. არანაირად, რატომ უნდა ვიეჭვიანო?