სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონაწილე, რომელმაც გიორგი ნაზღაიძესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო პროექტი დატოვა, ავთო ჯაფარიძეა.
პროექტში ავთოსა და თეო კოჭლამაზაშვილის წყვილი მალევე ჩამოყალიბდა და საზოგადოებამ შეიყვარა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალითი შოუს მიღმა მათმა ურთიერთობამ გავითარება ვერ ჰპოვა. ცნობილია, რომ „პრაიმ ჰაუსში“ ავთომ სასიყვარულო წერილი ლიზი ქონიაძესაც მისწერა, რაც ბევრი მონაწილისთვის და პირველ რიგში თეოსთვის ძალიან საწყენი ფაქტი აღმოჩნდა. განვითარებულ მოვლენებს სასიყვარულო სამკუთხედი ეწოდა.
მსგავსი ვითარებაა რეალითი შოუს მეორე სეზონშიც, სადაც ევასა და კოსტას წყვილიც გამოიკვეთა, თუმცა, როგორც გულგატეხილი ევა ამბობს, მათ შორის ბეატრისი ჩადგა და რამაც საბოლოოდ, მათი დაშორება განაპირობა.
ამჯერად, ავთო ჯაფარიძე და ბეატრის გაზდელიანი ერთად გამოჩნდნენ. ავთომ მათი ვიდეო Insragram-სთორიში ატვირთა. ჯერჯერობით უცნობია, რა ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან.
სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1784733143
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1784739118
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1784740251