VIDEO: კივილი და ჩხუბი „პრაიმ ჰაუსში“ - რა მოხდა რეალურად

hausi

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები სახლში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რასაც ყვირილი, ტირილი და დიდი აურზაური მოჰყვა. 

კონფლიქტი და დაპირისპირება ახალი არ არის, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, კონკურსანტებს შორის უთანხმოება და წესების გარეშე ბრძოლა უფრო აქტიური ხდება.

ნახეთ ვიდეო

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტის მონაწილეებს პარასკეობით საშუალება აქვთ, სახლი დატოვონ და ოჯახის წევრები და მეგობრები მოინახულონ - თი მაჭავარიანი შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

რაც შეეხება „პრაიმ ჰაუსის“ კიდევ ერთ მონაწილე, გურამ შეროზიას:

ბლოგერი და ,,პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს როგორ შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ.

,,ჩემს სახლთან სამკერვალოა, სადაც ერთი, სასიამოვნო გარეგნობის, მაგრამ მეტად რთული ხასიათის მკერავი მანდილოსანი მუშაობს...

საკმარისია, მის ფანჯარასთან შორიახლოს გავაჩერო მანქანა, ეგრევე გაიშლის თმას, გამოვარდება და მტუქსავს: შუქს მიჩრდილაავ, ახლავე გადააყენეეე...

თან იმენა ჩემს მანქანაზე აქვს გართულება, თითქოს სხვები მზეს ასხივებენ, თან იმენნა "იდი ნა*უის" არ მეუბნება ერთი, მაგრამ არც არაფერი აკლია.

ჰოდა, ახლაც შიშით ჩავუარე სამკერვალოს და ბრახ - გვერდით არ დგას თურმე? ...ისე თბილად და სიყვარულით მომიკითხა, თან აღელდა, გარეთ რატომ ხარ, იქ მგონიხარო, წარმატებაც მისურვა ღიმილით, რა ლამაზი კბილები და სმაილი ჰქონია, აქამდე რომ არ აჩენდა...

მგონი მართლა ფრთები ამომდის და ყველას შევუყვარდი, ვინც აქამდე ვერ მიტანდა, მადლობა პრაიმ ჰაუსს და საგიჟეთ თანამონაწილეებს, ალბათ მათ ფონზე ვჩანვარ, თორემ მთლად ეგეთი კარგიც არ ვარ მგონი

ისე, ნეტა თაკო ჩარკვიანსაც შევუყვარდი?“, დაწერა გურამ შეროზიამ.

მის პოსტს კომენტარებში პოლიტიკოსი თაკო  ჩარკვიანი ასე გამოეხმაურა:

,,რატომ უნდა მიყვარდეთ ან მძულდეთ???? ვერ მივხვდი...... რატომ და რის საფუძველზე უნდა მახსოვდეთ ???რატომ გაქვთ ამხელა წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე ??? მართლა ვერ მივხვდი????? კარგი, გაგიხსენებთ გურამ, როცა კოვიდის მომაკვდინებელი  პერიოდი და ის ჯოჯოხეთი  მომაგონდება (ჩემი ოჯახისთვის)....... რატომ გამახსენეთ კოვიდი გურამ?!“