იტალია ხანდაზმულთა და შშმ პირთა მომვლელებისთვის დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს
1727946864
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, დეა ხიდაშელსა და სალომე ბარათაშვილს შორის კონფლიქტი გრძელდება. ბაგირას შემდეგ, „პრაიმტაიმი“ სალომე ბარათაშვილს დაუკავშირდა და მისი პოზიციაც მოისმინა.
სალომე ბარათაშვილი: კი, ეს შეტყობინება მართლაც გავუგზავნე და თუ ეგ მუქარაა, კი ბატონო, იყოს მუქარა. სავარაუდოდ, ბაგირამ ვერ აღიქვა რა ვუთხარი და რა მივწერე. შეიძლება, აღქმა უჭირს, ისეთ რაღაცებს აკეთებს...
მე არაფერი დამიწყია, არც პოსტი დავდე და არც სთორი, მით უმეტეს, ცუდი დამოკიდებულებით. არ ვიცი, ეს ყველაფერი საიდან დაიწყო. ან რატომ გადაწყვიტა, რომ ჩემთან დაპირისპირება მოუნდა. იუთუბ გადაცემა რომ ვნახე, ბაგირას და გოგას მხრიდან ცუდი დამოკიდებულება და ფრაზები იყო გაჟღერებული. გადავწყვიტე, რომ ეს ასე არ უნდა დარჩენილიყო და პასუხი გავეცი, მორჩა.
რატომ უნდათ, რომ პროექტი გააგრძელონ და არ დასრულდეს, ვიღაცას ებრძოლონ და ცუდი აზრები გაავრცელონ, არ ვიცი. მე მართლა არაფერს ვაპირებ. წარმატებებს ვუსურვებ ორივეს. მინდა, იმდენად კარგი ცხოვრება ჰქონდეთ და იმდენად ბედნიერები იყვნენ, რომ მაგისთვის არ ეცალოთ.
იმ გადაცემაში მეც ვიყავი და არავინ მიხსენებია, მით უმეტეს, ცუდად. იმიტომ, რომ პროექტი და პროექტს გარეთ ურთიერთობები აბსოლუტურად სხვადასხვაა.
- ბაგირა ამბობს, რომ ვერ ეგუებით ფაქტს, რომ ის პროექტიდან გამოვიდა ისე, როგორც ყველაზე ძლიერი ქალი მონაწილე...
- თუ მართლა ეგრე ფიქრობს, რომ ყველაზე ძლიერი ქალია, გამიხარდება. ზოგადად, ქალები უნდა ვიყოთ ძლიერები და კონკურენცია არ უნდა გვქონდეს იმაში, ვინ იქნება მეტად ძლიერი. ვუსურვებ, რომ უფრო მეტად გაძლიერებულიყოს.