„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე დეა ხიდეშელი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ყოფილ კონკურენტებს პასუხობს.
ბაგირა გურამ შეროზიას, კოსტა სანიკიძესა და სალომე ბარათაშვილს მიმართავს.
,,ვიტყვი პირდაპირ, როგორც ყოველთვის და არ შემეშინდება ჩემი სიმართლის! (რაც გინდა წამგებიანი იყოს და საზოგადოებისთვის ნაკლებად აღქმადი).
როგორც ყოველთვის მარტო დავდგები! როგორც ყოველთვის - თითოეული თქვენგანის წინააღმდეგ! (აქ მოგნიშნავთ, თუ არ გეწყინებათ) გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძე.
ის ლიციმერია რაც ამ პიროვნებაშია და მის გარშემო, გულსატკენი იყო ჩემთვის პროექტში და პროექტის გარეთ, ამიტომაც რთულია გაჩერდე და უყურო!
ამ ადამიანმა თითოეული დადებითი ჩემი მოქმედება მისდამი, ბუმერანგივით დამიტრიალა და გამოავლინა ყველანაირი ნეგატიური თვისება და ეს თვისება თავისი მოქმედებებით დამიმტკიცა… საერთოდ არ იმსახურებს ასეთი ადამიანი ჩემგან პატივისცემას, ელემენტარულსაც… ზიზღის უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს ადამიანი როგორ ექცევა თავის აწ უკვე ყოფილ, ახლანდელ და შეძენილ მეგობრებს, რა მარტივია ჭორაობდე ადამიანებზე, ქილიკობდე და აღიქვამდე მარტივ ნაწილაკებად, მერე დადიოდე მათთან ერთად უიქენდებზე… ცოტა მესირცხვილებასავით ასეთი პირფერობანა!
ყველაზე მეტად დამთრგუნველი ის ადამიანია, რომელიც ადამიანებთან გამორჩენის და რეიტინგების მიზნით იწყებს ურთიერთობას და ეს გავიარე და კარგად ვიცი რას ნიშნავს მისი "გულწრფელობა ან ერთგულება!"
P.S არაუშავს სალომე… კიდევ დიდ ხანს ვერ მოინელებ დეა ხიდეშელს, არც ერთი შენი ქმედება არ მიპატიებია და აუცილებლად გავაგრძელებთ( დამუქრებაზე ცალკე ვისაუბრებთ)!
P.S.S საერთოდ არ მაინტერესებს კოსტა სანიკიძის სფიჩები ინსტაგრამ სთორზე, მისი შეხედულებები და კონცეფციები მორალზე და ზნეობაზე, თავის დროზე გეფიქრათ მაგ საკითხზე!", - წერს დეა ხიდეშელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სალომე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის, ერთ-ერთ გადაცემაში, ბაგირას მონაწილეობას ეხმაურებოდა.