„ვიდეო რომ დაიდო, შოკში ვიყავი...“ - როგორ გაიგო დამ თამუნა მუსერიძის შესახებ
1732050038
Diddy-ის ირგვლივ განვითარებული სკანდალის ფონზე, მედიის ინტერესი მისი რომანების მიმართ არ ცხრება.
ტაბლოიდები განსაკუთრებით ხშირად განიხილავენ რეპერისა და ჯეი ლოს ხანმოკლე რომანს, რომლის შესახებაც უკვე არაერთი დეტალი გავრცელდა.
ამჯერად, მედიაში ვრცელდება სკანდალური რეპერის საარქივო ინტერვიუ, რომელშიც ის აცხადებს, რომ ჯეი ლოსთან რომანის შემდეგ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდა.
„მე ფსიქოლოგთან დავდიოდი. იმის გამო, რაც ამ ურთიერთობაში გადავიტანე, რეაბილიტაცია დამჭირდა. თერაპია, ეს ძალიან კარგია. მე ფსიქოლოგი ჯეი ლოსთან რომანის შემდეგ დამჭირდა“, – განაცხადა რეპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესმა და რეპერმა ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა.
ჯეი ლო მის ყველა კონცერტს ესწრებოდა და მასთან უამრავ ფოტოსაც იღებდა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზის შესახებ არტისტმა თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.