„ბავშვებს დაბადებიდან რამდენიმე წუთში ახრჩობდა...“ - სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი დედას, რომელმაც 6 ახალშობილი მოკლა

მკვლელი დედა

მეგან ჰანტსმენმა 1996 წლიდან დაწყებული, თავისი 6 ახალშობილი მოკლა. იუტას ოლქის პროკურატურის ცნობით, მეგანი მსხვერპლთა სხეულებს თავის ავტოფარეხში ინახავდა. ბავშვების სხეულები პლასტმასში იყო გახვეული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

პროკურორები ამბობენ, რომ მან მოკლა თითოეული ბავშვი მშობიარობიდან რამდენიმე წუთში. ქალი „მაშინვე“ ახრჩობდა ბავშვს. ამის შემდეგ მან „სხეულები სხვადასხვა ყუთებსა და კონტეინერში ჩაალაგა“.

მოგვიანებით მეგანმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან მოკლა თავისი ექვსი ჩვილი.

ნათესავები და მეზობლები აცხადებენ, რომ ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ ქალი ორსულად იყო. გამოდის, მან 7 ორსულობის დამალვა მოახერხა. 

მეგობრებმა თქვეს, რომ ისინი უბრალოდ ვარაუდობდნენ, რომ მან ოდნავ მოიმატა წონაში. ქალი ყველა ორსულობას არ მალავდა. დაკავების დროს მას ჰყავდა სამი ცოცხალი ქალიშვილი.

სახლის ჩხრეკის დროს პოლიციამ ავტოფარეხში ნარკოტიკებიც იპოვა. იქვე იყვნენ დამალულები გარდაცვლილი ჩვილებიც. 

2015 წლის 12 თებერვალს, მეგანი დამნაშავედ ცნეს პირველი ხარისხის მკვლელობის ექვს პუნქტში. იმავე წელს მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.