ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა - პატარა სანის ნათლიები ბერა და გიორგი ამილახვარი არიან – ფოტოები

გიორგი ამილახვარი

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა.

ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს.

როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარა სანი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონათლეს.