დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„რუსთავი 2"-ზე ახალი შოუ იწყება. „პრაიმჰაუსი" შაბათს 22:00 საათზე დაიწყება და სამ თვეს გასტანს. შოუს მონაწილეები „ღამის პრაიმთაიმის" მაყურებელმა სამშაბათს უკვე გაიცნო, სადაც გამოჩნდა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მონაწილეებისგან საინტერესო სანახაობას ვიხილავთ.
შოუს ერთ-ერთი წამყვანი, ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი პიტო სეთურია.
როგორც პიტო ამბობს, ბავშვობიდან ყოველთვის უნდოდა მსგავს შოუში მიეღო მონაწილეობა. ამისთვის პირველი ნაბიჯები მან „მასტერშეფში“ გაიარა.
„ახლა სხვა სტატუსით ვარ, რაც ჩემთვის საინტერესოა. ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ ასეთი რაღაც მომხდარიყო, „ჯეობარს“ ვუყურებდი. ალბათ მაშინ 13 წლის ვიყავი.
პროექტის შინაარსი ვიცი და საინტერესოა ჩემთვის. მგონია, რომ შერჩეული მონაწილეები საინტერესოები არიან. ზოგადად, პირველი გადაცემა ყოველთვის საინტერესო არის ხოლმე. მონაწილეების უმეტესობას ვიცნობ და ვიცი რას აკეთებენ და ვინ არიან, მაგრამ პიროვნულად ვინ რა ტიპია, ჯერ არ ვიცი. მგონია, რომ სწორად არის შერჩეული მონაწილეები და ყველას თავისი ნიშა აქვს“,- ამბობს პიტო.
- როგორი ჟიურის წევრი იქნება პიტო
„ზოგადად მკაცრი ვარ და ემოციურად შემიძლია ადამიანების ამოცნობა. მარტივად ვხვდები ადამიანებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. ვიქნები საყვარელი და მკაცრი ერთდროულად“,- აღნიშნავს იგი.