„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
„რუსთავი 2"-ზე რეალითი შოუ ბრუნდება. „პრაიმჰაუსი" შაბათს 22:00 საათზე დაიწყება და სამ თვეს გასტანს. შოუს მონაწილეები „ღამის პრაიმთაიმის" მაყურებელმა სამშაბათს უკვე გაიცნო, სადაც გამოჩნდა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მონაწილეებისგან, მაგარი სანახაობა დატრიალდება...
რაც შეეხება წამყვანებს, რომლებიც მონაწილეებთან შევლენ და დავალებებს მისცემენ. ესენი არიან - კესარია აბრამიძე და მარიამ სანოგო. ლაივ შოუს კი, შაბათობით გვანცა დარასელია წარუძღვება.
„პრაიმთაიმი“ ჟიურის ერთ-ერთ წევრს, კესარია აბრამიძეს ესაუბრა:
„დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ, ასეთმა კარგმა და პროფესიონალმა გუნდმა დამითანხმა. წამყვანობის მხრივ, პირველი შემთხვევაა. მგონია, რომ ამდენი ლიდერი ადამიანი ერთად კარგი იქნება. ვუსურვებ, რომ თავისი ნიჭი გამოამჟღავნონ და ამ პროექტის შემდეგ, უფრო წარმატებულები იყვნენ. ამ დროის განმავლობაში, მონაწილეები გაიხსნებიან. მაგრამ, ალბათ, 10 პროცენტი მაინც მოახერხებს იმას, რომ საკუთარი თავი შენიღბოს. ვინც ჭკვიანია და ნიჭიერია. ამას ძლიერი ადამიანი სჭირდება. სამი თვის განმავლობაში მე ოჯახთან ვერ ვჩერდები.
ვფიქრობ, რომ ამ პროექტს ძალიან მოვუხდები. შევიტან ჩემს ეპატაჟს. კარგი შოუ უნდა გამოვიდეს. თაობაც უფრო დახვეწილია. გიჟი ტიპები არიან. სკანდალი იქნება და ცოტა მეშინია ერთმანეთი არ დახოცონ. სპორტულიც ვიქნები, შიშველიც შევვარდები, არაფერი არ არის გამორიცხული. რას მოვიმოქმედებ არავინ იცის, “- ამბობს კესარია აბრამიძე.
კითხვაზე ვის უწინასწარმეტყველებს გამარჯვებას გოგოს თუ ბიჭს, ამბობს, რომ „ვინც კარგი სექსი ტიპი იქნება“.