გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"რუსთავი 2"-ზე რეალითი შოუ ბრუნდება. "პრაიმჰაუსი" შაბათს 22 საათზე დაიწყება და სამ თვეს გასტანს.
რეალითის შემქმნელებმა შოუში თავი სოცქსელის თაობას მოუყარა.
შოუს მონაწილეები "ღამის პრაიმტაიმის" მაყურებელმა სამშაბათს უკვე გაიცნო, სადაც გამოჩნდა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მონაწილეებისგან, მაგარი სანახაობა დატრიალდება...
რაც შეეხება წამყვანებს, რომლებიც მონაწილეებთან შევლენ და დავალებებს მისცემენ. ესენი არიან - კესარია აბრამიძე და მარიამ სანოგო. ლაივ შოუს შაბათობით გვანცა დარასელია წარუძღვება.
"პრაიმჰაუსის" ჟიურის წევრები არიან - ავთანდილ ცქვიტინიძე, ნინუცა ორჯონიკიძე და ტატუ-არტისტი, პიტო სეთურიძე. ისინი კვირაში ერთხელ, ლაივშოუზე გამოჩნდებიან და სამი აუტსაიდერისგან ერთ-ერთს გადაარჩენენ.
მაშ ასე, ალბათ, უკვე ხვდებით, რომ ეს რეალითი შოუ არ უნდა გამოტოვოთ.