ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ბოლო წლების აქტუალურ კითხვას - გაშორდა თუ არა ნინო ჩხეიძე ქმარს?! მომღერალი "პრაიმტაიმს" თურქეთიდან ჰპასუხობს. ის ახლა, მეუღლესთან და შვილთან ერთად საზღვარგარეთ არის, წყვილმა გადაწყვიტა, სტამბოლში მათი ქალიშვილის 18 წლის იუბილე აღენიშნათ.
საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი მისი და გიორგი კორახაშვილის თანაცხოვრების 20 წლიან ისტორიას მკითხველს უზიარებს და ამბობს, რომ არათუ დაშორდნენ, მათ ამ დრომდე არც კი უჩხუბიათ...
ნინო ჩხეიძემ და გიორგი კორახაშვილმა სპეციალურად "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის ფოტოსურათები გადაიღეს:
"ჩვენი მარიკო 18 წლის გახდა. გადავწყვიტეთ, რომ მისი დაბადების დღე თურქეთში, სტამბოლში აღგვენიშნა. "ღამის პრაიმ-თაიმის" ჩაწერიდან ჩაწერამდე ვარ გამოპარული. გვიყვარს ქალაქში დასვენება, მთა არ მიყვარს იმიტომ, რომ მალე მბეზრდება, არც ზღვა მიყვარს, რადგან ცურვა არ ვიცი. მიყვარს ქალაქში ბორიალი, თანაც მარიკო სტამბოლში არ ყოფილა და ქალაქს ვათვალიერებთ.
- როგორია ახალგაზრდა დედისთვის ემოციები, როცა შვილი უკვე დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ასაკში შევიდა?
- არაერთხელ უკითხავთ, კარიერის შექმნის დროს, შვილს ყურადღებას აკლებდიო, ის დედაჩემის გაზრდილია, დღემდე მას აქვს მარიკოზე პასუხისმგებლობა, როცა არ მცალია. და უფრო მგონია, ვიდრე - შვილი. ის ჩემზე მეტად სერიოზული და დაბრძენებულია, მე უფრო ბავშვური ვარ...
- როგორია მარიკოსთვის ხალხისთვის საყვარელი და პოპულარული დედის შვილობა?
- არასოდეს საუბრობს ამ თემაზე, არ ვიცი, რას ფიქრობს. თუმცა, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს თვალს ადევნებს და ხშირად რჩევებსაც მაძლევს, მოკლედ მარიკო მეგობარივითაა. როცა ჩემი მისამართით რაიმე ნეგატიურ კომენტარს ვკითხულობ, მე პირადად არ ვდარდობ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რას იფიქრებს მარიკო, როგორი რეაქცია ექნება მას და.ა.შ.
საბედნიეროდ, ღმერთმა ხალხის დიდი სიყვარულით დამაჯილდოვა, ძირითადად ადამიანები კეთილგანწყობას გამოხატავენ ხოლმე, იშვიათია უარყოფითი სახის რეპლიკები, მაგრამ მაშინაც კი, მარიკოს რეაქციაზე ვფიქრობ, არ მინდა მას გული ეტკინოს...
ძალიან ბევრი მომღერალია, ვინც ჩემზე კარგად მღერის, ან ჩემზე დიდი ხანია სცენაზე დგას, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხალხმა პირველივე სიმღერით შემიყვარა. ყოველთვის, ჩემი ხალხის, მსმენელის იმედი მაქვს. ეს ნამდვილად უფლის საჩუქარია და მათ მადლობა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ამისთვის.
- უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში თქვენი პირადი ცხოვრება განხილვის აქტიური თემაა, ნაწილი ამტკიცებს, რომ ქმარს დაშორდი, რას ეტყოდი მათ?
- ამაზე უკვე რამდენიმე წელია, რაც საუბრობენ. ვერ ვიტყვი, რომ მიკვირს, ლოგიკურია იმ ადამიანების ვარაუდი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე და გიორგი დავშორდით, რადგან უკვე დიდი ხანია, მე და ჩემს ქმარს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრება გვიწევს.
ამ ჭორებზე არც ვბრაზდები და არც გული მწყდება, ჩვეულებრივ ვიღებ...
მე და გიორგის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, უკვე 20 წელია დაოჯახებულები ვართ და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩხუბია. ის ძალიან კომფორტული ადამიანია.
ვიცი, ჩემი მეგობრები სამწუხაროდ, მეუღლეებთან როგორც ჩხუბობენ, ზოგიერთი მშობლებთან ბრუნდება, ზოგი ებუტება და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, მას ბევრი კარგი თვისება აქვს.
მიფრთხილდება და არასოდეს მეტყვის ისეთ რამეს, რამაც შეიძლება გამანერვიულოს და გული მატკინოს.
ასევე ნახეთ - არ ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ჩავვარდე სტრესში… - ნინო ჩხეიძე