რატომ ატირდა გიორგი მიქაუტაძე - ემოციური კადრები
1744016496
ნიდერლანდებში მარიამ შენგელიამ მაყურებლის წინაშე პირველად შეასრულა სიმღერა Freedom. მას ქართველი დიზაინერის “იანაგის” კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად ევროვიზიისთვის შეიკერა.
ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს მე-10 ნომრად იმღერებს.
სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.
ნახეთ, კაბა, რომელიც მარიამ შენგელიამ მოირგო: