1744002807
რა დეტალები ხდება ცნობილი ბოლნისში მოკლულ ქალზე - „ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული“

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამხუტში 71 წლის ქალი საკუთარ სახლში პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.
არსებული ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები გერმა მიაყენა. ქალის ცხედარი 6 აპრილის საღამოს შსს-ს თანამშრომლებმა იპოვეს.
მეზობლები აღნიშნავენ, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.