წინა ადმინისტრაციას ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში, რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით - შალვა პაპუაშვილი სენატორ შაჰინს

 შალვა პაპუაშვილი

სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომ „ანაკლიის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა დიდი იმედგაცრუებაა“.

როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ანაკლიის პორტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

ამ პროექტზე ღია საერთაშორისო ტენდერი ერთი წლის წინ ჩატარდა. არც ერთ ამერიკულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას, წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ ეხარჯა და ასეთი პროექტების ხელშეწყობაზე კონცენტრირებულიყო, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“, - წერს შალვა პაპუაშვილი.