კარდაშიანების მორიგი კონფლიქტი - ნახეთ, ამჯერად, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

კარდაშიანები

კორტნი კარდაშიანმა "კარდაშიანების" ახალ ეპიზოდში უმცროს დასთან კონფლიქტზე ისაუბრა. რეალითი შოუს ვარსკვლავის თქმით, მისი და კიმ კარდაშიანის პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც კიმმა იტალიურ ბრენდ, Dolce & Gabbana-სთან კოლაბორაცია გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვით ადრე, კორტნი კარდაშიანის ქორწილისთვის მისი ოჯახის ჩაცმულობაზე სწორედ Dolce & Gabbana-მ იზრუნა. "კარდაშიანების" ეპიზოდში ჩანს, რომ კიმს უფროსი დის წყენინება არ სურდა და დიზაინერებსაც სთხოვა, კოლექცია კორტნი კარდაშიანის ქორწილის ინსპირაციით არ შეექმნათ.

კორტნის ვარაუდით, კიმსა და Dolce & Gabbana-ს შორის კოლაბორაციის შესახებ შეთანხმება სწორედ მის ქორწილში მოხდა, რაც მისთვის საწყენი აღმოჩნდა. მან ისიც აღნიშნა, რომ, საბოლოო ჯამში, კოლექცია ქორწილის ესთეტიკას იმეორებდა.

კორტნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კიმის განზრახვა მისი წყენინება არ ყოფილა და მან უბრალოდ შანსი გამოიყენა ფულის გასაკეთებლად.