საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს, ნიკა გოგვაძეს მივმართეთ.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- რთული კითხვაა, დინამიკა ისე იზრდება ჩემს ცხოვრებაში, რომ ასე მკაფიოდ ამოტრიალება და მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა. იყო წვრილმანებით, რამაც ამ დონემდე მომიყვანა და როგორიც ახლა ვარ.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- რომ „პრაიმ ჰაუსში“ შემოვიდოდი. საკუთარ თავში მისიის პოვნის მიზნით....
- ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...
- ისევ ამ ტვინით და ამ აზროვნებით დავრჩებოდი.
- სტიმულს მაძლევს...
- ოჯახი, სამეგობრო წრე, დადებითი, ნიჭიერი ხალხი. სტიმულს ცხოვრების დინამიკა მაძლევს;
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
- მუსიკალური ალბომის გამოშვებაა;
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- რა მახსოვს... კონკრეტულად არაფერი, ფოტოგრაფიული მეხსიერებით მახსოვს (იცინის). გამორჩეული არაფერი ყოფილა.
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- უხამსობების, ბილწობების და მსგავსი რამის გამავრცელებელი, მომხრე...
- მეშინია...
- მეშინია ქვეწარმავლების;
- რჩევას ვიღებ...
- ყველასგან შეიძლება რჩევა მიიღო, აქ საუბარი გათვალისწინებაზეა. შეიძლება უბრალო საუბრისგან წვრილმანი აიღო და ეს რჩევად გამოიყენო და გაითვალისწინო.
- მოხუცი ვიქნები...
- მოხუცი ვიქნები შინაგანად ისეთი, როგორიც ახლა ვარ... ასე წარმომიდგენია. ჩემი თავი აქ, თბილისში წარმომიდგენია ზუსტად იგივე ხალხთან ერთად.