„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სალომეს შევხვდებოდი...“ - ინტერვიუ ნიკოლოზ ქართველთან

ნიკოლოზ ქართველი

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ქართველმა, სალომე უშხვანმა და დიმი ლიპარტელიანმა „პრაიმ ჰაუსი“ დატოვეს, საზოგადოების ინტერესი მათ მიმართ კვლავაც დიდია.

გთავაზობთ „პრაიმტაიმის“ ტრადიციულ ინტერვიუს აწ უკვე ყოფილ მონაწილე, ნიკოლოზ ქართველთან. ინტერვიუ ჯერ კიდევ ნიკოს პროექტში ყოფნის დროსაა ჩაწერილი.

- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ისევ ჩემი შვილი, მისმა დაბადებამ შემცვალა...

- ვერასდროს წარმოვიდგენდი...

- რომ სალომეს შევხვდებოდი პროექტში... ჯერ არ ვიცი, რა ხდება;

- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- ისევ ისე ვიცხოვრებდი...

- სტიმულს მაძლევს...

- სტიმულს  მაძლევს ის, რომ ვხედავ, როგორ იზრდება ჩემი შვილი ჩემს თვალწინ. როგორ იღებს ჩემგან მაგალითს და როგორ ვაძლევ მე მამაჩემის მაგალითს.

- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...

- აუცილებლად, ცხოველთან თავშესაფარს გავხსნით. ჩემი ცხოვრების მიზანი ეს არის. 

- პირველი სიყვარულის ისტორია...

- ძალიან მიყვარდა და ძალიან ვუყვარდი, 18 წლის ასაკში იყო. ახლაც ძალიან მიყვარს, ვაფასებ და მასაც ვუყვარვარ. ორივემ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და დავიშალეთ. დღეს მაინც მაგარი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

- ვერასდროს ვიქნებოდი...

- ბოროტი;

- მეშინია...

- ღმერთის;

- რჩევას ვიღებ...


- მხოლოდ დედაჩემისგან, რადგან არც მამა, არც ბებია-ბაბუა მყავს ცოცხალი. 

- მოხუცი ვიქნები...

- ცხოვრებაში იმდენი შეცდომა დავუშვი, იმ წონის და იმ ზომის, რომ არ გამიკვირდება, მარტო ვიყო...  თუმცა, მეყოლება ჩემი შვილი, ოთო და ალბათ, სხვა შვილებიც;

გასულ კვირას ორმა მონაწილემ, დიმი ლიპარტელიანმა და ნიკოლოზ ქართველმა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე „პრაიმ ჰაუსი“ დატოვეს. კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ყოფილ მონაწილეებს, ჯარიმის სახით, 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.