პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც შაკირამ დუმილი დაარღვია და ჟერარდ პიკესთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაზე ისაუბრა, ეს მისი ყოფილი მეუღლისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.
Marca-ს ინსაიდერების თქმით, პიკეს არ მოეწონა შაკირას აღიარება, რომ თითქოს მან თავის დროზე პრაქტიკულად შესწირა მუსიკალური კარიერა, რათა სპორტში პიკეს წარმატება გაზრდილიყო. „ორივე ჩვენგანს რაღაც უნდა შეეწირა. ან „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაწყვეტდა და ჩემთან ერთად გადმოვიდოდა აშშ-ში, სადაც ჩემი კარიერა ვითარდება, ან მომიწევდა ამის გაკეთება. ასე რომ, ორიდან ერთ-ერთს ეს ძალისხმევა და ეს მსხვერპლი უნდა გაეღო.
„მე ჩემი კარიერა უკანა პლანზე დავაყენე და გადავედი ესპანეთში მის მხარდასაჭერად, რათა მას შესძლებოდა ფეხბურთის თამაში და ტიტულების მოგება. ეს იყო მსხვერპლი სიყვარულისთვის", - აღიარა მომღერალმა.
ინფორმატორების თქმით, კოლუმბიელი საკუთარ თავს უწოდებს იმას, ვინც სინამდვილეში არ არის და ყველა მისი სიტყვა ბავშვებზე, კარიერაზე, მხოლოდ საბაბია იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში საუკეთესო მდგომარეობაში გამოჩნდეს.
პიკეს მიაჩნია, რომ შაკირა შურს იძიებს მასზე. იგი შეგნებულად მიიჩნევს თავს მსხვერპლად და ამას ბევრი მიზეზი აქვს, - ციტირებს გამოცემას ინსაიდერი.
ასევე ნახეთ: „ამინდზე საუბრით დაწყებული სიყვარულის ისტორია"- როგორ გაიცნეს შაკირამ და პიკემ ერთმანეთი