„ამინდზე საუბრით დაწყებული სიყვარულის ისტორია"- როგორ გაიცნეს შაკირამ და პიკემ ერთმანეთი

შაკირა.პიკე

11 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჟერარდ პიკემ და შაკირამ დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე ჰარმონიული წყვილის ურთიერთობა დასრულდა:

 

„მწუხარებით ვადასტურებთ, რომ მე და პიკე ვშორდებით. ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენთვის  მთავარი პრიორიტეტია, გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს პირად ცხოვრებას“. 
 
 

რატომ დაინგრა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელისა და კოლუმბიელი მომღერლის ოჯახი - ზუსტი მიზეზი არავინ იცის. თუმცა, როგორც ტაბლოიდები წერენ,  საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელმა  საყვარელ ქალს უღალატა. ამბობენ იმასაც, რომ ღალატის შემდეგ შაკირამ პიკე სახლიდან გააგდო. 
 

|შაკირასა და პიკეს სიყვარულის ისტორია

„ამინდზე საუბრით დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა, რომლისაც თავიდან არავის სჯეროდა", -  ჟერარდ პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორიას  ყველაზე ხშირად სწორედ ამ ფრაზით მოიხსენიებენ. პოპის დედოფალი ესპანელ ფეხბურთელს ცნობილი ვიდეორგოლის, სახელწოდებით „ვაკა-ვაკას“ გადასაღებ მოედანზე შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა  2010 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი გახდა და მასში უამრავი ფეხბურთელი მონაწილეობდა, შაკირას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ იყო ჟერარდ პიკე:


 
ფეხბურთის  დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, არც ის ვიცოდი ვინ იყო პიკე. უბრალოდ როცა ვიდეორგოლს ვუყურე - უამრავ ადამიანში სწორედ ის გამოვარჩიე და ჩემთვის ვთქვი - ღმერთო, რა საყვარელი ბიჭია“

 

 

შაკირასგან განსხვავებით პიკემ მასზე ბევრი რამ იცოდა და ურთიერთობაში პირველი ნაბიჯიც თავად გადადგა. 


 
„ყველაფერი ერთი უწყინარი მოკლეტექსტური შეტყობინებით დაიწყო. ჩემპიონატის გახსნითი ცერემონიალი სამხრეთ აფრიკაში ტარდებოდა, შაკირა უკვე იქ იყო, სანამ ჩავიდოდი გადავწყვიტე მისთვის მიმეწერა. ვკითხე, თუ როგორი ამინდი დამხვდებოდა იქ. ეს ტიპური სულელური შეკითხვა იყო.  მიუხედავად ამისა, შაკირა ყოველ მომენტში მწერდა, თუ როგორ იცვლებოდა ამინდი. საბოლოო ჯამში იქამდე მივედით, რომ ვუთხარი: "ფინალში უნდა გავიდეთ, რათა ისევ გნახო!" - ის ხომ დახურვის ცერემონიაზეც იმღერებდა“,- ამბობს პიკე. 

 


თავიდან ისინი ურთიერთობის გასაჯაროებას ერიდებოდნენ, ერთხელ ოფიციალური განცხადებაც კი გაავრცელეს, სადაც გულშემატკივრებს აცნობებდნენ, რომ მათ შორის სერიოზული არაფერი ხდებოდა. თუმცა, ყველაფერს ნათელი  2011 წელს მოეფინა, როცა ერთ-ერთი კონცერტის დროს პიკე სცენაზე ავიდა და შაკირას აკოცა. 


 
სანამ პიკეს შევხვდებოდი არაფრის აღარ მწამდა, არადა წლების მანძილზე ძალიან რელიგიური ვიყავი.  თუმცა, პიკეს გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა - ღმერთი ისევ ვირწმუნე, რადგან გული უდიდესი სიყვარულით ამევსო, და უფლის არსებობა  ხომ სწორედ სიყვარულით მტკიცდება“

 წყვილს ორი შვილი  მილანი და საშა ჰყავს. შაკირა ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდა, რომ პიკე ბავშვების აღზრდაში აქტიურად იყო ჩართული და მას მსოფლიოში საუკეთესო მამას უწოდებდა.  რო­დე­საც ჟურ­ნალ Glamour-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა შა­კი­რას ჰკი­თხა, აპი­რებ­დნენ თუ არა და­ქორ­წი­ნე­ბას, მომ­ღერ­ლის­გან ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო:
 


„იცით? ჩვენ უკვე გვაქვს ის, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ გვაქვს კავ­ში­რი, გვაქვს სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და გვყავს შვი­ლი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. მაგ­რამ თუ ოდეს­მე ქორ­წი­ნე­ბა­საც გა­დავ­წყვეტ, ჟერ­არ­დი იქ­ნე­ბა ის ერ­თა­დერ­თი. რა სა­ჭი­როა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, როცა ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი სრულ­ყო­ფი­ლა­დაა“.
 
 

 


წყვილი ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგა. ისინი ერთად ჩნდებოდნენ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაზე, ოჯახურ პასუხისმგებლობებს თანაბრად ინაწილებდნენ და სირთულეებს არასდროს უშინდებოდნენ. როდესაც პიკემ საფეხბურთო კარიერის დასრულების  გადაწყვეტილება მიიღო, შაკირა მას გვერდიდან მოშორებია, ის საყვარელ მამაკაცს ხშირად უძღვნიდა სიმღერებს. პიკე კი სიყვარულის გამოხატვას საჯაროდ არასდროს ერიდებოდა.  2020 წელს„ფორბსმა“ შა­კი­რა დაპიკე მსოფ­ლი­ოს  ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან წყვი­ლადაც კი აღიარა. 


 
„შაკირა მთელ მსოფლიოში საუკეთესო ქალია. მას გასაოცარი სიყვარული შეუძლია და  მე მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. შეხვედრის დღიდან შაკირამ ჩემი ცხოვრება შეცვალა - ბედნიერ კაცად მაქცია. ის და ჩემი შვილები ყველაფერია ჩემთვის“,- აღნიშნავდა პიკე. 
 

როგორ განვითარდება მოვლენები, იქნება თუ არა პიკესა და შაკირას დაშორება დროებითი,- ის ის კითხვებია, რომლებიც ვარსკვლავების გულშემატკივრებს ახალ ყველაზე მეტად აინტერესებთ.  ისინი მოვლენების განვითარებას მოუთმენლად ელიან.