პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც კოლუმბიელმა მომღერალმა, შაკირამ და ესპანელმა ფეხბურთელმა, ჟერარდ პიკემ დაშორების შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს, მუსიკისა და ფეხბურთის სამყაროს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. ადამიანები მათი პირადი ცხოვრებით დღემდე დაინტერესებულები არიან.
12-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის დასრულებისა და 3-თვიანი დუმილის შემდეგ, შაკირამ ყოფილ მეუღლეზე ჟურნალ Elle-თან მიცემულ ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა. მან ცხოვრების ამ ეტაპს ყველაზე ბნელი უწოდა.
შაკირამ ამავე ინტერვიუში აღიარა, რომ თორმეტწლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, რომ მასზე ამ ყველაფერმა დიდი ემოციური გავლენა მოახდინა.
„ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი ამ ყველაფრის დამუშავებას და დიახ, ძნელია ამაზე საუბარი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ განვიცდი და იმიტომ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვარ და იმიტომ, რომ ჩვენი დაშორება არ ჰგავს ჩვეულებრივ დაშორებას. ასე რომ, ეს რთული იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც. წარმოუდგენლად რთული. მე პაპარაცები მყავს გარეთ, ჩემი სახლის წინ, 24/7-ზე.
არ შეგვიძლია პარკში ჩვეულებრივი ოჯახივით გავისეირნოთ, ნაყინი ვჭამოთ ან რაიმე გავაკეთოთ ისე, რომ პაპარაცები არ გვახლდეს. ასე რომ, ძნელია. მე ვცდილობ ჩემი შვილები დავიცვა და დავმალო, რადგან ეს არის ჩემი ნომერ პირველი მისია ცხოვრებაში. მაგრამ შემდეგ ისინი სკოლაში რაღაცებს ისმენენ თავიანთი მეგობრებისგან, ან ხვდებიან უსიამოვნო ამბებს ინტერნეტში და ეს მათზე აისახება, იცით?!
ეს ნამდვილად შემაშფოთებელია ორი ბავშვისთვის, რომლებიც ცდილობენ მშობლების განშორების პროცესს შეეგუონ. და ხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარია და უნდა გავიღვიძო. მაგრამ არა, ეს რეალობაა. და რაც ასევე რეალურია, არის იმედგაცრუება.
ვახერხებ, რომ შევახსენო ჩემს თავს - მე უნდა გავხდე მაგალითი ჩემი შვილებისთვის, რომ მე უნდა ვიყო ის, რაც მათ სურთ. ასევე მინდა ვიყო იქ ყველა იმ ადამიანთან, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და ვუყვარვარ. ეს არის ჩემი უდიდესი ძალა.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ან როგორ ვიგრძენით თავი მე და ჟერარდმა, როგორც ყოფილმა პარტნიორებმა, ის ჩემი შვილების მამაა. ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ორი საოცარი ბავშვისთვის და მჯერა, რომ ჩვენ გავარკვევთ, რა არის საუკეთესო მათი მომავლისთვის, მათი ოცნებებისთვის ცხოვრებაში და რა არის სამართლიანი გამოსავალი ყველასთვის. ვიმედოვნებ და მადლობელი ვიქნები, თუ მოგვცემენ პირად სივრცეს ამის გასაკეთებლად“. - განაცხადა მომღერალმა.