„თვეებია ვვარჯიშობ და არაფერი გამოდის...“ - ბლეიკ ლაივლი ახალი ფოტოთი ტრენერს გაეხუმრა

ბლეიკი და რაიანი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მე-4 შვილს ელოდებიან, პაპარაცები და ინტერნეტის მომხმარებლები მსახიობის ფოტოებს დიდი ინტერესით ელიან. ბლეიკ ლაივლიმ ორსულობის კიდევ ერთი ფოტო გაგვიზიარა, რომელშიც თავის ტრენერ დონ სალადინოსთან ერთად სავარჯიშო დარბაზშია.

ბლეიკ ლაივლიმ ამჯერად ორი ფოტო გამოაქვეყნა, აღწერით: მანამდე და შემდეგ.

„უკვე თვეებია, დონ სალადინოს სავარჯიშო პროგრამას მივყვები და რაღაც არ გამოდის", - ასე იხუმრა მსახიობმა თავის ტრენერზე და ორსულობის ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოები და ხუმრობა მსახიობის გულშემატკივრებს ძალიან მოეწონათ.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Blake Lively (@blakelively)