გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მათემატიკოსი ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე 92 წლის გახდა. ამბობს, რომ წლების მატება ასევდიანებს, თუმცა გუნებას არ უფუჭებს. საუკუნესთან მიახლოების არ ეშინია. არც არაფერს ნანობს. განვლილი ცხოვრებით კმაყოფილია. თავს კარგად გრძნობს და ასაკის საიდუმლოებად საკუთარ ჰუმანიზმს, კეთილგანწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ასახელებს.
ლამარა აბჟანდაძე: - განწყობა კარგი მაქვს. ჩემზე წლების მატება არ მოქმედებს.
დღეს არავის ველოდები, მეგობრებს, ვისაც გავახსენდები, მოვლენ. ჩემი ასაკის მეგობრები აღარ მყავს. უფრო ახალგაზრდებთან ვმეგობრობ.
ისე, სევდაც მაქვს, წლების დაკლებით გამოწვეული სევდა. მაგრამ არ მეშინია წლების.
ყველასთვის სიკეთე მინდა. გულში ბოროტება არ მაქვს. ალბათ, ახალგაზრდებს ამიტომაც სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა.
დღეს მოვლენ შვილიშვილები, სავარაუდოდ, ტორტით, რომელიც მე არ მიყვარს. ტკბილეულს არ ვჭამ ხოლმე.
რჩევა მექნება, ნაკლები ტკბილეული მიირთვით, უკეთესია.
სხვა არაფერი სიახლე. ჩემს ბაღს სხვადასხვა ფერის და ზომის ვარდები დავამატე. იქ ვფუსფუსებ. ვკითხულობ, ძირითადად ინტერნეტით. ბოლოს სქელტანიანი ზაირა არსენიშვილის "ვაჰ, სოფელო" წავიკითხე. თვალები მღალატობს, ამიტომ კითხვა გამიგრძელდა.
სინანულით? არაფერს ვნანობ. განვლილი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ იმდენად, რამდენადაც მთავრობის მომხრე არც ერთ დროს არ ვყოფილვარ და ეს ფაქტი მახარებს. საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ვარ მეამბოხე ადამიანი.
მთავარი რა არის? აკეთო სიკეთე, სხვისთვის ცუდი არ გინდოდეს. პლუს სწორი კვება. მიირთვით ცოტა და კალორიული, ხილი და ბოსტნეული.
ჩემი ადამიანური ნატვრაა ჩემი შვილები, შვილიშვილები და მათი თანატოლები ბედნიერად იყვნენ. მათი კარგად ყოფნა ჩემი კარგად ყოფნაცაა.