თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
მამა პეტრე კოლხი რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის, თინა კანდელაკის გამოსვლას ეხმაურება.
მსგავსი გამოსვლის გამო პეტრე კოლხი კანდელაკს აკრიტიკებს და მას მშიშარა და მხდალ არსებად მოიხსენიებს.
„პირადად მე, თინა კანდელაკში დავინახე უსუსური, მხდალი, მშიშარა, დაპატარავებულ-დაჩიავებული დედაკაცი, რომელიც შიშობს, რამე არ შეეშალოს საკუთარი უფროსის წინაშე… სადაცაა დაკისრებული დავალების ჩაბარებას მოსთხოვენ და თავგამოდებული ცდილობს თავი გადაირჩინოს.
იქნებ შეძლოს და ,,ოჯახის უფროსს” თავი მოაწონოს, თორემ ,,რაბინია” ქალები რიგში დგანან და მის ადგილს უფრო დიდი ,,რაბინია” დაიკავებს!.. მან თქვა, ,,არასდროს დავეცემითო”… ვწუხვარ, უკვე დაეცი და ისე დაბლა ხარ, მიწიდან არ ჩანხარ!..“,- წერს პეტრე კოლხი.